ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სერვისის კონსულტანტი

"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის - "ვენდის" განვითარებას იწყებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, იყოთ ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც წარმატებული ჯგუფის ინოვაციურ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი.
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
* რესტორანში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
* უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
* ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს
კერძების შემადგენლობის აღწერა;
* უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* საშუალო ან უმაღლესი განათლება;
* მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
* ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook) (ჩაითვლება პრიორიტეტად).

პიროვნული მახასიათებლები:

* სიახლეებსა და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
* სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
* დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
* ინიციატივის გამოჩენის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პუნქტუალურობა;
* ორგანიზებულობა;
* მოტივირებულობა;
* კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

ყველა შერჩეული აპლიკანტი მონაწილეობას მიიღებს სამი ეტაპისგან შემდგარ შერჩევაში. საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას,გაეცნობიან "ვენდის" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: wendys@smart.ge 2013 წლის 15 მაისის  ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ბანერები