ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სერვისის ადმინისტრატორი

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე

(დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
•    უმაღლესი განათლება, შესაძლოა იყოს სტუდენტი
•    უცხო ენების  სასაუბრო დონეზე ცოდნა
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
•    საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა.

ფუნქცია - მოვალეობები
•    კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
•    კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა
•    კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება
•    საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის სევსებაში დახმარების გაწევა
•    ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა
•    კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა
•    კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად
•    ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და  კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება.

უნარები
•    ოპერატიული, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
•    აქტიური
•    მოტივირებული
•    გაყიდვებზე ორიენტირებული
•    პრეზენტაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე: www.vacancy.tbcbank.com.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები