ვაკანსია სერვის მენეჯერის თანამდებობაზე
კომპანია "AM.ge" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
* სერვის ცენტრში შემოსული კლიენტების მომსახურება, შესასრულებელ სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და ფასების დადგენა/შეთავაზება.
* შემოსულ ზარებზე პასუხი.
* არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
* პოტენციური კლიენტების მოძიება და სერვისის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
* ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონემდე ცოდნა
* საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
* სასურველია ერკვეოდეს საავტომობილო სფეროში.
პიროვნული თვისებები:
* კომუნიკაბელურობა
* დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
* გადაწყვეტილების მიღების უნარი
* თავაზიანობა
* პრეზენტაციის უნარი
* ორგანიზებულობა
ანაზღაურება: 1,000+ ლარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე, თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: info@am.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.