ვაკანსია სერვის ცენტრში მითერის პოზიციაზე
"სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრში მითერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00.
ანაზღაურება: 300 ლარი დარიცხული.
სამუშაოს აღწერილობა:
- სერვის ცენტრში მომხმარებელთა რიგების დარეგულირება და აბონენტების გადამისამართება შესაბამის ოპერატორთან;
- სწრაფი გადახდის Paybox-ის აპარატთან მომხმარებელთა დახმარება და კონსულტაცია;
- მომხმარებლისთვის დავალიანების ქვითრის გაშიფვრა და ინფორმირება;
- სერვისცენტრში კომპანიის პროდუქტების დემონსტრირება (ტელევიზია, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი);
- მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების და პირობების, მიმდინარე აქციების გაცნობა და შეთავაზება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
- აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული მისამართზე: vacancy@silknet.com 2013 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით,სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.