ვაკანსია სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე
საერთაშორისო კომპანია "Aray Tomorrow" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
ძირითადი ფუნქციები:
** ტექნიკის აღრიცხვა (კონტროლი);
** მონტაჟების აღრიცხვის მონიტორინგი;
** ჩატარებული სამუშაოს სერვის ცენტრის სისტემაში აღრიცხვა და შესაბამისი რაპორტის მომზადება;
** საჭირო პროდუქციის შეკვეთის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვის (მიღება-ჩაბარებების, გამოძახებების გაფორმება და ა.შ.) კონტროლი;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
აუცილებელი უნარები:
** თავისი კომპეტენციისა და ფუნქცია/მოვალეობების ფარგლებში დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები;
** ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** დადგენილ ვადებში დავალებების შესრულების უნარი;
** დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მისამართზე: vacancy@araytomorrow.ge 2013 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.