ვაკანსია სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე
"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
დროებითი თანამშრომელი - საოპერაციო განყოფილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, შესაძლოა იყოს სტუდენტი;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა.
ფუნქცია - მოვალეობები:
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
** კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Recruitment@tbcbank.com.ge 22 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება "სერვის ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.