ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სერვის ადმინისტრატორი

"თიბისი" ბანკი აცხადებს  ვაკანსიას:

 სერვის ადმინისტრატორი (დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, შესაძლოა იყოს სტუდენტი;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა.

ფუნქცია - მოვალეობები:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
** კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება.

უნარები:

** ოპერატიული, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიური;
** მოტივირებული;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებ.გვერდზე შემდეგ ბმულზე: http://vacancy.tbcbank.com.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი. გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ბანერები