ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია საწყობის გამგის თანაშემწის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "ჩირინა", "ბიო-ბიო"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:
* ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების მიღება და დასაწყობება (აღნიშნული სამუშაო საჭიროებს ფიზიკურ შრომას);
* მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საოფისე ინვენტარის კომპანიის თანამშრომლებისათვის გადაცემა და გაცემული ინვენტარის აღრიცხვა;
* ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
* მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა და ზრუნვა მისი სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებაზე;
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
* შრომისმოყვარე;
* ორგანიზებული;
* ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
* შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* კომუნიკაბელური, გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს ხელზე.
საწყობი მდებარეობს თბილისიდან 5 კმ დაშორებით. თბილისიდან საწყობამდე და საწყობიდან თბილისში ტრანსპორტირებას
უზრუნველყოფს შპს "ჩირინა".

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@chirina.ge 11 მარტამდე.

ბანერები