ვაკანსია სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში...
„გუდვილი “ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე მცოცავი დასვენების დღით;
ანაზღაურება: 350 ლარი ხელზე ასაღები + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის,ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
- მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა,სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეული კანდიდატები გაივლიან 14 დღიან სტაჟირებას (ეს პერიოდი არ არის ანაზღაურებადი).
წარმატებული კანდიდატები კომპანიაში მიღებულ იქნებიან 2 თვიანი საგამოცდო ვადით, რომლის პერიოდში ანაზღაურება განისაზღვრება სრული ხელფასის 80%-ით.
საგამოცდო ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადავა სრულ ხელფასზე.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:
hrg@goodwill.ge 2013 წლის 16 სექტემბრამდე,სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”.