ვაკანსია სავაჭრო აგენტის პოზიციაზე
"Power&Beauty” აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის ვაკანსიაზე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
* ქალაქის სილამაზის სალონებში პროფესიონალური, მაღალი ხარისხის, კოსმეტიკური ბრენდების დისტრიბუცია;
* არსებული გაყიდვების არხების (სილამაზის სალონების) მუშაობის კონტროლი;
* გაყიდვების ახალი არხების (სილამაზის სალონების) მოძიება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სასაუბრო რუსული ენის კარგად ცოდნა;
* ავტომობილის მართვის უნარი ან სურვილი/შესაძლებლობა შეისწავლოს;
* პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
საჭირო თვისებები:
* კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
* წარმატებაზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
* კლიენტებთან მუშაობის უნარი;
* კოსმეტიკური პროდუქციით დაინტერესებულობა;
აგენტი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ავტომობილით და საწვავით.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:office@powerandbeauty.ge 2013 წლის 15 ივლისამდე ,სათაურის ველში მიუთითეთ "Sales Agent".