ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სატელეფონო მომსახურების სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე

იუსტიციის სახლი - ეს არის ერთი სახლი, ერთი შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

იუსტიციის სახლის სატელეფონო სამსახურში შემოსული ზარების მიღება და დამუშავება;
ყველა დაინტერესებული პირისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა - შესაბამისად მომსახურება ან საჭიროებისამებრ გადამისამართება;
როგორც ტელეფონით, ისე ონლაინ-ჩათის საშუალებით, მომხმარებლისთვის ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი პროდუქტების შესახებ; კონსულტაციის გაწევა აუცილებელ პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით. მომხმარებელთა ინფორმირება იუსტიციის სახლების განთავსების, საკონტაქტო ტელეფონების, იუსტიციის სახლებში არსებული ვაკანსიების შესახებ;
საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება; ასევე, პროდუქტების და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


რუსული და ინგლისური ენების სასაუბრე დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა).

პიროვნული თვისებები:


მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
სისხარტე, ოპერატიულობა;
დეტალებზე ორიენტირების უნარი;
პრობლემის დანახვის, ანალიზისა და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
დროის მართვის უნარი;
კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

ყოველთვიური სარგო: 200 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge არაუგვიანეს 2013 წლის 2 მარტისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებთან!

ბანერები