ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სასადილოს მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასადილოს მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
* კვების პროდუქტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
* Excel-ის კარგად ცოდნა
* ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, 1C-ის ცოდნა
* სასურველია საკუთარი ავტომობილი.

თვისებები:
* ორგანიზებულობა
* პასუხისმგებლობის გრძნობა
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
* პუნქტუალურობა
* მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
* სასადილოს მართვა (ყველა მიმართულებით)
* საწყობში პროდუქციის მიღება, გაცემა და კონტროლი.
* მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეტანა.
* მომმარაგებელთან შეკვეთის მომზადება და დროულად მოწოდების უზრუნველყოფა.
* მომარაგების მენეჯერთან ერთად, სურსათის შესყიდვა და მომარაგება.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
საჭირო დოკუმენტაცია: CV.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის მიხედვით; მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 

საბუთების მიღება წარმოებს ელ.ფოსტის მეშვეობით: gocha.telia@yahoo.com

ბანერები