ვაკანსია სამოგზაურო დაზღვევის აგენტის თანამდებობაზე
"სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას სამოგზაურო დაზღვევის აგენტის თანამდებობაზე.სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტი.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს - ღამის ცვლა (23:00-07:00).მიმართულება: საცალო გაყიდვები.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
* სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში.
აუცილებელი უნარები:
* კომუნიკაბელურობა;
* პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
* ენერგიულობა;
* სისხარტე;
* მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
* ორგანიზებული;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
* სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა);
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagibci.ge 2013 წლის 19 ივლისის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ: "TravelInsurance Agent".