ვაკანსია საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე
სს "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე (თბილისი).
სავალდებულო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
- ბიზნესის დაკრედიტების კუთხით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო ფაილინგის მომზადება და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- დაკრედიტების ასპექტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
- კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;
- დარწმუნების, მოლაპარაკების, ეფექტურად დასრულების უნარი;
- ენერგიული, მოტივირებული, მიზანდასახული;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@geocredit.ge ან წარადგინოთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #30. ელ-ფოსტის "Subject" გრაფაში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.