ვაკანსია საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში
UGT, წამყვანი IT კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, აცხადებს კომპანიის მისაღებში ადმინისტრაციული ასისტენტის სტაჟირებისთვის შესარჩევ კონკურსს მომავალი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 100 ლარს.
ცოდნები და სპეციალური უნარ–ჩვევები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (საუბარი/კითხვა/წერა);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office)
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, კეთილსინდისიერება და სანდოობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@ugt.ge 2013 წლის 12 აგვისტომდე.