ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია საფინანსო სამსახურის ასისტენტის თანამდებობაზე

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საფინანსო სამსახურის ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსია განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის კურსდამთავრებულთათვის, მაგისტრანტთა და მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის.

მოვალეობები:
•    ეხმარება ბუღალტერს და საფინანსო სამსახურის უფროსს მმართველობითი აღრიცხვის წარმოებაში; 
•    ეხმარება ბუღალტერს და საფინანსო სამსახურის უფროსს ფინანსური აღრიცხვის წარმოებასა და ანგარიშგებაში;
•    ეხმარება ბუღალტერს და საფინანსო სამსახურის უფროსს გადასახადებისა და ხელფასების გაცემაში;
•    აწესრიგებს საბუთების განლაგებას ბაინდერებში.

საკავლიფიკაციო მოთხოვნები:
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსისი ცოდნა
•    ფინანსური და მართველობითი აღრიცხვის ცოდნა
•    ინგლისური ენა (ცოდნის აუცილებელი დონე: Advance)
•    კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, MS Internet, Outlook, ORIS.

წარმოსადგენია:
•    რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ( ფოტოსურათით)
•    სამოტივაციო წერილი
•    საკონტაქტო ინფორმაცია სულ მცირე 2 რეკომენდატორისა, ვისაც შეუძლია დაახასიათოს აპლიკანტი
 
ანაზღაურება 500 ლარი

დამატებითი სარგებელი:
•    კვების ვაუჩერი 100 ლარი თვეში;
•    უფასო კორპორაციული სატელეფონო საუბარი;
•    ჯანმრთელობის დაზღვევა.

სტაჟირების ვადა - 2 თვე. საბუთები წარმოადგინეთ 2012 წლის 15 ივნისამდე ელ- ფოსტაზე: m.janjaria@ug.edu.ge და
სათაურის ველში მიუთითეთ: საფინანსო სამსახურის ასისტენტი. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები