ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია "სადაზღვევო კომაპანია ალდაგი ბისიაიში"

ს.ს. "სადაზღვევო კომაპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს პრომო-აგენტის საზაფხულო ანაზღაურებად სამუშაოს აჭარის რეგიონში.

მოვალეობები:
•    "ალდაგი ბისიაის" სამედიცინო კარავთან დამსვენებელთა ინფორმირება კომპანიის აქციის შესახებ;
•    კომპანიის ცნობადობის ატრიბუტების დამსვენებლებში გავრცელება;
•    კომპანიის ფლაერების გავრცელება წინასწარ განსაზღვრულ დღეებში;
•    სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
•    ასაკი: 18-25 წლის;
•    მცხოვრები აჭარის რეგიონში: ბათუმში, ქობულეთში, და სხვა ზღვისპირა დასახლებებში;
•    სტუდენტი ან საშუალო სკოლა დამთავრებული;
•    სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია პრომოუტერის ან სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე მუშაობის პრაქტიკა;
•    მომღიმარი, სასიამოვნო გარეგნობით;
•    კომუნიკაბელური;
•    აქტიურად მოსაუბრე, ენერგიული;
•    პასუხისმგებლობის გრძნობით.

საჭირო საბუთები:
•    CV - ფოტოსურათით.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე, ყოველდღე. შესვენება 14:00-15:00 სთ.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი, ქობულეთი, კვარიათი, გონიო, სარფი - პლაჟზე, სადაც განთავსებულია "ალდაგი ბისიაის" სამედიცინო კარავი.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 1 თვე (აგვისტო).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები