ვაკანსია სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე
“სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე.
აგენტის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
პოტენციური კლიენტების მოძიება;
სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლისთვის;
დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან მუშობა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (პრომო აქციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა; კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
გამართული მეტყველება.
აუცილებელი უნარები:
კომპეტენტურობა
აქტიურობა
ენერგიულობა
კომუნიკაბელურობა
პრეზენტაბელურობა
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონული მისამართზე: hralpha@alpha.ge 2013 წლის 29 ივნისამდე.