ვაკანსია სადაზღვევო აგენტი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით) თბილისში.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა - გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში!
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
კომუნიკაბელურობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა;
სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა);
არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი 4 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagibci.ge და მიუთითეთ "insurance agent/batumi" subject line-ში, ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ჩვენი Facebook-ის გვერდზე: http://www.facebook.com/aldagi
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.