ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობები:

* სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
* კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

* სრული უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
* კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).

სადაზღვევო კონსულტანტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და საკომისიოს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე, დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, შემდეგ მისამართზე:
"ჯიპიაი"-ს სასწავლო ცენტრი
საბურთალოს ქ. 41, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: trainingcenter@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 22 დეკემბერი.

ბანერები