ვაკანსია საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
პასუხისმგებლობები:
* სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
* კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
* სრული უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
* კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).
სადაზღვევო კონსულტანტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და საკომისიოს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, შემდეგ მისამართზე:
ჯიპიაი-ს სასწავლო ცენტრი
საბურთალოს ქ. 41, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: trainingcenter@gpih.ge
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 30 ნოემბერი.