ვაკანსია საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
პასუხისმგებლობა:
* სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
* კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
* სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
* სრული უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით;
* კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელფოსტა).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, შემდეგ მისამართზე:
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. 67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.