ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობები:

* სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
* კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
* სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში;
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
* კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი, შემდეგ მისამართზე:
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
კოსტავას ქ. 67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შეგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 29 ნოემბერი.

ბანერები