ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია საცალო დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე

”ლიბერთი ბანკი” –აცხადებს ვაკანსიას საცალო დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

ბაზრის და კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი, ახალი კლიენტების მოზიდვა;
მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
პრობლემური სესხების მართვა;
პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები ;
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
ლოგიკური აზროვნება.

შეთავაზებული ხელფასის ოდენობა განისაზღვრება 800 - დან 1000 ლარამდე;
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2013 წლის 9 აგვისტომდე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიისა და ქალაქის დასახელება.

ბანერები