ვაკანსია რედაქტორის პოზიციაზე
კომპანია "vovovo.ge" აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 500 ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შემოქმედებითი აზროვნება;
ყურადღებიანობა და პედანტურობა;
ქართული ენის ცოდნა;
გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ორგანიზებულობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა;
ინტერნეტ სივრცესთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა;
სასურველია ჰუმანიტარული განათლება.
მოვალეობები:
შეთავაზებების განთავსება ვებ გვერდზე;
შეთავაზების შესახებ მიღებული მასალის ფორმირება მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ნათელ და გასაგებ ტექსტად.
გთხოვთ, ვაკანსიაზე გამოხმაურების წინ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდს: http://vovovo.ge | http://vovovo.ge/Banda | http://vovovo.ge/Waiter | http://vovovo.ge/BonusCenter
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება) ნებისმიერი მიმდინარე შეთავაზების ტექსტის თქვენი ვერსია "ბანდის" განყოფილებიდან, თქვენთვის სასურველი რომელიმე კერძის რეცეპტი ფოტოსურათით, ბავშვთა კვების რომელიმე პროდუქტის დახასიათება "ბონუს ცენტრიდან". თქვენეული ვერსიის ჩამოყალიბების დროს, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: თქვენი ტექსტი უნდა იყოს გამართული, როგორც აზრობრივად, ასევე გრამატიკულად. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მიწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობა. სასურველია შეთავაზებასთან დაკავშირებით ისეთი დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ შეთავაზებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით