ვაკანსია ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე
სატელეფონო და ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია „ახალი ქსელები“ აცხადებს მიღებას ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე:
მოვალეობები:
• აბონენტებისთვის საინფორმაციო, სატელეფონო და ინტერნეტ-დახმარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარებს (ელფოსტა, ინტერნეტი, ვორდი, ექსელი).
• კანდიდატს უნდა ქონდეს: გამართული მეტყველება, პასუხისმგებლობის გრძნობა
• კანდიდატი უნდა იყოს: პოზიტიური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, მომსახურებაზე ორიენტირებული, ორგანიზებული, ინტერესიანი, მონდომებული.
• სასურელია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა.
• უპირატესობა მიენიჭებათ ტექნიკური სპეციალობების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
პირობები:
• საწყისი ხელფასი: 300 ლარი.
• სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა.
• სამუშაო გრაფიკი: ყოველ 4 დღეში: ერთი დღე - დილის 9 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე, ერთი დღე- საღამოს 6 სთ-დან დილის 9 სთ-მდე, ორი დღე - დასვენება.
სამსახურში მიღება მოხდება შემდეგი ეტაპების გავლის შედეგად: გასაუბრება, თეორიული ტრენინგი, პრაქტიკები, ტესტირება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.ak.ge