ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საერთაშორისო საფინანსო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
* კლიენტის მომსახურება ტელეფონით (კონსულტაცია კომპანიის მომსახურებასა და სხვა შეკითხვებზე).
* სესხის აპლიკაციის გატარება ონლაინ და კლიენტებზე სესხის გაცემა.
* კლიენტისათვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა.
* მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება.
* პირდაპირი უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მოთხოვნები:
* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
* ინგლისურისა და/ან რუსული ენის ცოდნა.
* კარგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
* საბანკო სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
* კომუნიკაციის კარგი უნარი;
* დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
* საინტერესო სამსახურს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
* კონკურენტულ ანაზღაურებას.
* პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით არაუგვიანეს 5 მარტისა ელექტრონულ მისამართზე: user40199@gmail.com და გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები