ვაკანსია ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
"ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
* სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
* სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
* თვითმოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის
* კომუნიკაბელურობა;
* პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
* ენერგიულობა, სისხარტე;
* მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
* ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* საქმეში პრიორიტეტების განსაზღვრა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
* ასაკი: 18-დან 27 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@telex.ge 2013 წლის 31 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.