ვაკანსია ქართული ტურისტული კომპანიის ტურ ოპერატორის თანამდებობაზე
GBEMC აცხადებს ვაკანსიას ქართული ტურისტული კომპანიის ტურ ოპერატორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია უცხო ენების განხრით);
ტურ-ოპერტორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის1 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office, მათ შორის Ms Word, Outlook, Ms Excel) და განსაკუთრებით ინტერნეტთან და მის საძიებო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ;
ძირითადი მოვალეობები:
როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს შიდა ტურების დაგეგმვა-ორგანიზება და კოორდინაცია;
ავია-ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა, გიდის და ტრანსპორტის შერჩევა და სხვა ტურისტული ოპერაციების წარმოება.
კლიენტებთან და ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ინვოისების გამოწერა/მიღება და მომსახურების თანხების მიღება/გადახდის კონტროლი
პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტერიისთვის სრული და დროული მიწოდება.
პიროვნული უნარები:
სწრაფი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა;
სტრესულ ურთიერთობებში სიმშვიდისა და ადეკვატური კომუნიკაციის შენარჩუნების უნარი;
ცოდნის განახლებისადმი მუდმივი სწრაფვა;
შრომისმოყვარე,მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მოწესრიგებული, პუნქტუალური.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@gbemc.ge 2013 წლის 15 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.