ვაკანსია პრომოუტერის პოზიციაზე
შპს "რეტრო ფოტო ატელიე" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
რეტრო სტილის კოსტუმირებულ ფორმაში წარმოაჩინოს ატელიე და გაავრცელოს ბეჭდვითი მასალა ატელიეს მიმდებარე ტერიტორიაზე;
შესთავაზოს და აუხსნას მომხმარებელს რეტრო ფოტო ატელიეს მომსახურება, დააინტერესოს კლიენტები და უზრუნველყოს ატელიეს მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელ ადამიანთა შორის ცნობადობის ზრდა;
კომპანიის მმართველთა მითითების შესაბამისად გაავრცელოს ინფორმაცია ფოტო ატელიეს მომსახურებების შესახებ.
სამუშაო გრაფიკი: არასრული.
მოთხოვნა: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
პირადი თვისებები:
აქტიური;
კომუნიკაბელური;
დისციპლინის მაღალი დონე;
მოტივირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@retroatelier.ge