ვაკანსია პრომო-გოგონას თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას პრომო-გოგონას თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა/შესწავლა;
* გაყიდვების გაზრდა;
* მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
* რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* კომუნიკაბელურობა; გაყიდვებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; ენერგიულობა; დამოუკიდებლობა; ორგანიზებულობა;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის სასიამოვნო გარეგნობის გოგონები.
ამ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს ანაზღაურების ფორმა განესაზღვრებათ ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასის ოდენობითა და გაყიდვების შესაბამისი ბონუსით. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2014 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.