ვაკანსია პრომო აგენტის პოზიციაზე
"სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.მიმართულება: გარე გაყიდვები, სააგენტო ქსელი.ბიზნესის ამოცანა: საზაფხულო აქციის სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით.პრომო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ფიქსირებული ანაზღაურებასა და საკომისიოსაგან. პერსპექტივა: 3 თვიანი მუშაობის შემთხვევაში სადაზღვევო აგენტად დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
* ასაკი: 17-23 წელი;
* პრომო აქციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* გამართული მეტყველება.
აუცილებელი უნარები:
* აქტიურობა;
* კომუნიკაბელურობა;
* ინიციატივიანობა;
* ენერგიულობა;
* პრეზენტაბელურობა;
* კომპეტენტურობა.
ძირითადი მოვალეობები:
* პოტენციური კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
* კლიენტებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;
* აქციაში ჩართული ყველა პროდუქტის თეორიული ცოდნა;
* მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის (ჯგუფის უფროსის) დროული ინფორმირება;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagibci.ge 2013 წლის 8აგვისტომდე, სათაურის ველში მიუთითეთ "Promo Agent".