ვაკანსია პრომო
შპს "მარშე" "გუდვილის" ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ესენია: ცენტრალიზებული წარმოება, საბითუმო ცენტრი და დასაფასოებელი საამქრო.
შპს "მარშე" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 5 საათიანი სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები: "მარშეს" პროდუქციის დეგუსტაციის ჩატარება სხვადასხვა ობიექტში.
მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამისი გამოცდილება;
- სასაუბრო რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
- მოწესრიგებული და პუნქტუალური;
- პრეზენტაბელური.
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 14 დეკემბერი, 18:00 საათი.
მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@marshe.ge ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, თ. ერისთავის ქ. 5 და დატოვოთ დაცვასთან. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!