ვაკანსია პროგრამისტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან ფიზიკაში;
* პროგრამირების ენების VB, C++ ან C# ცოდნა;
* შემდეგი პროგრამირების ენებთან: HTML, DHTML, XML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია Delphi-ში და Visual Studio-ში მუშაობის გამოცდილება;
* მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS Access, SQL Server);
* სასურველია გეოსაინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
* კომპიუტერული ქსელების, სერვერების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
* ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვის და გაანალიზების უნარი).
პერსონალური უნარები:
* სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
* ანალიტიკური აზროვნება;
* რამდენიმე პროექტში ერთდროულად მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2014 წლის 7 თებერვლამდე გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით, მისამართებზე: jobs@geographic.ge