ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

სარეკლამო კომპანია "პროესკოს" ესაჭიროება პროექტის მენეჯერი ადგილობრივი წარმოების მიმართულებით.

ძირითადი მოთხოვნები:

* სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება
* შესყიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
* უმაღლესი განათლება
* საოფისე პროგრამების ცოდნა
* ორგანიზებული და პუნქტუალური
* აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
* სხარტი აზროვნების უნარი
* დროის დაგეგმის, საქმის განაწილებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი.
* კომუნიკაბელური და ენერგიული
* ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაწყვეტისას პასუხისმგებლობის აღების უნარი.

უფლება-მოვალეობები:


* მომწოდებელ კომპანიებთან, სტამბებთან, სამკერვალოებთან, ტექსტილის საწარმოებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.
* მიღებული შეკვეთების ფასების კალკულაციის დროულად წარმოდგენა.
* საჭიროებიდან გამომდინარე წარმოების პროცესის ადგილზე კონტროლი.
* შეკვეთის შესრულების ხარისხისა და ვადების მუდმივი კონტროლი. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებით მისი გამოსწორება.
* ახალი მომწოდებელი ორგანიზაციების მოძიება.
* არსებული მომწოდებლების ბაზირება და მუდმივი განახლება.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 და შაბათი: 11:00-15:00.
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:vacancy@prosco.ge 2013 წლის 10 ივნისამდე,სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბანერები