ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

სსიპ - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კატეგორია: საორგანიზაციო საქმიანობა.
სარგო: 290 ლარი.
ადგილების რაოდენობა: 2.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი.
შესაძლებელია ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკის შემუშავება.

 სამუშაოს აღწერა:

** დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროექტების ფარგლებში ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** დანაშაულის პრევენციის მოქმედ ან პილოტურ პროექტებში მონაწილეობა;
** პროექტების მენეჯერების დავალებების შესრულება;
** პროგრამების ვებგვერდების და სოციალური ქსელების ადმინისტრირების მხარდაჭერა;
** პროგრამების PR აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამების ბეჭდური მასალების მომზადება;
** ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება.

 მოთხოვნები:

საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი

** სამუშაო გამოცდილება სასურველია (შესაძლოა მოხალისეობრივ პროექტში მუშაობის გამოცდილება).

 კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Office Word,
** Microsoft Office Excel,
** Microsoft Office PowerPoint,
** Microsoft Office Outlook.

უცხო ენები: ინგლისური ენა კარგად, რუსული ენა კარგად.

 დამატებითი მოთხოვნები:

** წერითი და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და სიზუსტე
** ინფორმაციის მოძიების, კვლევისა და ანალიზის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება.

დამატებითი ინფორმაცია:

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (18 წლის ასაკიდან) შეუძლიათ, ასევე, სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნა - ასეთ შემთხვევაში - ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკის შემუშავება სალექციო პროცესის გათვალისწინებით.

ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ, შეავსოთ და გამოგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდის http://hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - სააპლიკაციო ფორმების განხილვა, მეორე ეტაპი - ზოგადი უნარების ტესტირება და მესამე ეტაპი - გასაუბრება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან სააპლიკაციო ფორმების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 მაისი, 2013 წ.

ბანერები