ვაკანსია პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია ”ნოვა ტექნოლოჯი” აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.
განათლება:
• უმაღლესი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
• სასურველია ბიზნესის ან მენეჯმენტის მიმართულებით, ან მეორე სპეციალობა (minor) პროგრამირება
სამუშაო გამოცდილება:
• უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ საბაზისო ცოდნა და მუშაობის გამოცდილება C++ პროგრამულ ენაზე
მოთხოვნები:
• C++ ცოდნა საბაზისო დონეზე
• საოფისე პროგრამების ცოდნა (Power Point , Word, Excel, Outlook)
• ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია კანდიდატი ფლობდეს წერით უნარებს)
პიროვნული უნარები:
• ორგანიზებული
• დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
• კომუნიკაბელური
• პუნქტუალური
• მოტივირებული
მოვალეობები:
• IT პროექტების დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და პერიოდული მონიტორინგი
• სამუშაო საკითხების მომზადება, მენეჯმენტთან შეთანხმება, ვადების განსაზღვრა და განხორციელება
• C++-ზე მარტივი და საშუალო სირთულის სამუშაოების შესრულება
• პროგრამისტებისთვის სამუშაოების განსაზღვრა და სამუშაოების შესრულების პროცესის მონიტორინგი
• სამუშაოების შესრულების ვადების მკაცრი დაცვა
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტ(ებ)ს www.novatech.ge www.paybox.ge ან ფეისბუქის გვერდს http://www.facebook.com/paybox.ge
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: d.kartsivadze@novatech.ge 2012 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.