ვაკანსია პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია "ტექნო ბუმი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• სასაქონლო მარაგების შესყიდვა;
• სასაქონლო მარაგების მართვა;
• სასაქონლო მარაგების რენტაბელობის შეფასება;
• კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების გამართვა;
• კონკრეტული ბაზრის ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის სფეროში);
• მათემატიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
• ორგანიზებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კომუნიკაბელურობა;
• მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ СV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:info@technoboom.ge 21 ივლისის ჩათვლით და ელექტრონული ფოსტის თემის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრებაზე დაბარებულ იქნებიან მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილი კანდიდატები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.