ვაკანსია პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "კაპტო რეალთი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.
ვაკანსია ვრცელდება: თბილისი, რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები: ბანკების ან სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა, პრობლემური აქტივების მართვა.
განათლება და სამუშაო გამოცდილება:
* უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური)
* სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
* უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სექტორში, სამართალდამცავ ორგანოებში, იურიდიულ კომპანიებში, სასამართლო სისტემასა და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:
* კომუნიკაბელურობა;
* დარწმუნების უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაიტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: realti@capto.ge