ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები: ბანკებისა და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა, პრობლემური აქტივების მართვა.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:


უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭებათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მცოდნე პირებს;
უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სექტორში, სამართალდამცავ ორგანოებში, იურიდიულ კომპანიებში, სასამართლო სისტემასა და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:

 კომუნიკაბელურობა;
 დარწმუნების უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 სავალდებულოა ავტომანქანის ფლობა.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.petriashvili@triba.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 18 თებერვალი.

ბანერები