ვაკანსია პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
"ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამები MS Word/MS Excel
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის
სამუშაო მოვალეობები:
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკების წარმოება
** ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge 2013 წლის 10 მაისის ჩათვლით.
შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი "2051" და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.