ვაკანსია პრისელერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სადისტრიბუციო კომპანია "გდგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მდებარეობა: თბილისი.
კანდიდატისთვის სავალდებულოა ფეხით სიარული.
ძირითადი მოვალეობები:
* კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
* არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
* კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
* პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
* გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
* თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
* გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
* საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დისპლეების მოწყობა;
* შეკვეთების ასახვა სისტემაში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
* პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი; კლიენტებისათვის პრობლემების გადაჭრის უნარი;
* შედეგზე ორიენტირებული; დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
* გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელური;
* ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
* კარგი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს შეუძიათ გამოაგზავნონ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gizo@caucasus.net. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.