ვაკანსია პრისელერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
* კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
* არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
*კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
* პროდუქციის განლაგება თაროზე, განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
* გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
* თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
* შეკვეთების ასახვა სისტემაში.
მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე (ქართულ ენაზე) დატოვონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის 5, ან გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@babyline.ge. პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ-ფოსტის სათაურში.