ვაკანსია PR-მენეჯერის თანამდებობაზე
საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ბებე+" აცხადებს ვაკანსიას PR-მენეჯერის თანამდებობაზე.სამუშაო გრაფიკი არის თავისუფალი.ხელფასი შეთანხმებით.
მოვალეობები:
* Facebook-ის გვერდის ადმინისტრირება და განახლება;
* კომპანიის გაპიარება;
* სარეკლამო იდეების მოწოდება და განხორციელება;
* სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
* ურთიერთობა პარტნიორებთან;
* ბარტერული გაცვლების ორგანიზება.
მოთხოვნები:
* ასაკი: 18-დან 30 წლამდე;
* სასიამოვნო გარეგნობა;
* კრეატიული აზროვნების უნარი;
* დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
* ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* სხარტი აზროვნების უნარი;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
* ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; სასურველია რუსული ენის
ცოდნა;
* სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr.bebeplus@gmail.com 2013 წლის 29 ივლისამდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.