ვაკანსია PR და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
"Royal Audit" აცხადებს ვაკანსიას PR და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
* უმაღლესი განათლება (სასურველია PR ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
* სამუშაო გამოცდილება იმავე ან მსგავს პოზიციაზე
* კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება
* ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
* საოფისე პროგრამების - MS Office კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
* კომუნიკაბელური
* დეტალებზე ორიენტირებული
* პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე
* მოტივირებული
* შრომისმოყვარე
* მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა
* მოლაპარაკების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
* კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება. მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა
* მომსახურების განვითარების პროცესებში მონაწილეობის მიღება
* კომპანიის საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
* კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება
* ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების მომზადების და გაფორმების გამართულობის კონტროლი
* საქმიანი სატელეფონო ზარების განხორციელება
* კომპანიაში შემოსული სტუმრების მიღება/დახვედრა, ინფორმირება, მიმართულების მიცემა, მათი გადამისამართება ადრესატებთან
* თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: n.aptsiauri@icqe.ge