ვაკანსია პიარ მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
"Arrow Club" აცხადებს ვაკანსიას პიარ მენეჯერის პოზიციაზე.
პიარ მენეჯერის ძირითადი ამოცანებია:
* ბაზრის პერმანენტული კვლევის ჩატარებით არსებული მდგომარეობის შესწავლა და ტენდენციების პროგნოზირება
* კონკურენტების შეფასება და ანალიზი
* გაყიდვების სტიმულირების მიზნით პროექტების ინიცირება
* სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება
* სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება
* სოციალურ ქსელებში სარეკლამო საქმიანობის წარმოება, ანალიზი და კვლევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება
* Facebook-ის სარეკლამო კონცეფციის ცოდნა
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა სავალდებულოა
* ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა
* სასურველია პროფესიით საშუალო მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
* კომუნიკაბელურობა
* ენერგიულობა
* ორგანიზებულობა
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* გუნდური მუშაობის უნარი
* შედეგებზე ორიენტაცია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info.arrowclub@gmail.com 2014 წლის 15 იანვრამდე.