ვაკანსია პერსონალის მართვის დეპარტამენტში
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის დეპარტამენტში, პერსონალის დაგეგმვის და შერჩევის სამსახურში, პერსონალის შერჩევის ასისტენტის თანამდებობაზე
პოზიციის მიზანი: პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერა.
1. საკონკურსო პროცედურის ორგანიზების მხარდაჭერა:
• კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა/დახარისხება;
• საკონკურსო სიების მომზადება;
• კანდიდატების მოწვევა საკონკურსო ეტაპებზე.
2. საკონკურსო პროცედურის ჩატარების მხარდაჭერა:
• ტესტირების პროცესის ადმინისტრირება;
• საკონკურსო შედეგების გაცნობა კანდიდატებისთვის.
3. კომპანიის ვაკანსიების და შერჩევის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;
4. საჭიროების შემთხვევაში პერსონალის დაგეგმვის და შერჩევის სამსახურში მიმდინარე ნებისმიერი პროექტის მხარდაჭერა და მონაწილეობის მიღება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება: დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები, ახალკურსდამთავრებულები.
• სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, სატელეფონო კომუნიკაციისა და/ან დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
• პროფესიონალური მიმოწერის წარმოების სტანდარტები;
• ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
• სასურველია HR მენეჯმენტის, ზოგადი მენეჯმენტის ცოდნა;
• კომპიუტერული უნარები: MS Excel, MS Word;
• გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
• კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა, მომსახურების უნარები;
• კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
• ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
• სტრესისადმი გამძლეობა, მცირე დროის პირობებში დატვირთული მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტი, პასუხისმგებლობა;
• გუნდური მუშაობა, ინიციატივა; შემოქმედებითი, ტექნიკური, სხარტი, ლოგიკური აზროვნების უნარი;
• პრეზენტაბელურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან "საქართველოს ბანკის" სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფორმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HRintern@bog.ge 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.