ვაკანსია ოპერატორის თანამდებობაზე
შპს "ჯიეს გრუფი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* ინფორმაციის შეტანა კომპიუტერის მეშვეობით;
* ვებ პროექტების ადმინისტრირება;
* კლიენტებთან ურთიერთობა;
* შიდა პროგრამასთან მუშაობა;
* სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
* სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
* სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
* კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელფოსტა);
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gs-group.org არაუგვიანეს 2013 წლის 18 დეკემბრისა.