ვაკანსია ოპერატორი
კომპიუტერული მომსახურების ცენტრი "ალექსი და კომპანია" აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას.
ცენტრი უკვე 10 წელია ფუნქციონირებს და არსებობის მანძილზე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა, ამ ეტაპზე ესაჭიროება ოპერატორი გოგონა, რომელსაც ვთავაზობთ მოწესრიგებულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს. სამუშაო გრაფიკი კვირაში 6 დღე 9:00-19:00 საათამდე. ანაზღაურება პროცენტული (შემოსავლის 20%, თვეში მინიმუმ 200ლარი)
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• აუცილებელია ქართულად, რუსულად და ინგლისურად სწრაფად ბეჭდვის ცოდნა.
• საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ფოტოშოპის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
• ასაკი 30 წლამდე.
• მოწესრიგებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძობის მქონე სანდო ადამიანი.
ვინც თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს, ვისთვისაც მისაღებია ჩვენი შემოთავაზება, ვინც რეალურად ეძებს სამსახურს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუშაობის დაწყება, მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა გამოგზავნეთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა ელ-ფოსტაზე: cheap_services@yahoo.com 2012 წლის 20 ოქტომბრამდე.
გისურვებთ წარმატებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.