ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიაში შემოსული დოკუმენტების მიღება, დახარისხება, რეგისტრაცია და ადრესატისათვის გადაცემა;
* გარე მიმოწერის დოკუმენტების მიღება, რეგისტრაცია, გადასაგზავნად მომზადება და ადრესატამდე მიტანის ორგანიზაცია;
* სატელეფონო კონსულტაციების გაწევა შემოსული ზარების შემთხვევაში;
* კომპანიის საკანცელარიო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა;
* მენეჯმენტის საქმიანი შეხვედრების ორგანიზება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


* უმაღლესი განათლება;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

* საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint);
* ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
* საქმიანი კორესპონდენციის წარმოების სტანდარტების, ბიზნეს ეთიკის ნორმების ცოდნა;
* კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@glc.ge 2014 წლის 21 თებერვლამდე (გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

ბანერები